×
ნახატები
სუვენირები
წიგნები
  • შეძენისა და მიწოდების წესები/პირობები

     

    შეძენის წესები: 

     

    პროდუქტის შესაძენად სავალდებულოა გაიაროთ ავტორიზაცია საიტზე რეგისტრაციის გზით ან Facebook-სა და Google-ს მეშვეობით. სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, გადახდის ფორმაში დაგხვდებათ შემდეგი ველები: ქალაქი, ტელეფონი, მისამართი, პირადი ნომერი და კომენტარი. შესავსებად სავალდებულო ველს წარმოადგენს ქალაქი, ტელეფონი, მისამართი, პირადი ნომერი. სურვილის შემთხვევაში კომენტარის გრაფაში შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი დეტალი, რაც თქვენთან კომუნიკაციას უფრო მეტად გაამარტივებს. ჩვენს თხოვნას წარმოადგენს რომ კომენტარის ველში მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ელ-ფოსტა, რომელზეც დაგიკავშირდებათ ონალინ გალერეის წარმომადგენელი;

    საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გადარიცხვის გზით. შეკვეთის დასრულების შემდეგ, თქვენ გაგეხსნებათ ინვოისის ფორმა, რომელში მითითებულ ანგარიშის ნომერზეც უნდა გადმორიცხოთ თანხა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში ინვოისს ჩვენი წარმომადგენელი გამოგიგზავნით მეილზე. გთხოვთ, თანხის გადახდის შემდეგ, ქვითარი გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: artlinkgeorgia@gmail.com;

     

    მიწოდების პირობები

     

    თქვენს მიერ შეძენილ პროდუქციას ჩვენი კურიერი მოგართმევთ 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

    მიწოდების ღირებულება თბილისის მასშტაბით შეადგენს 7 ლარს.

    ჯერ-ჯერობით შეძენილი პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისი, წყნეთი, რუსთავი, გორი, მარნეული, ბოლნისი. 

    გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ წიგნების შეძენის შემთხვევაში მიწოდების დროს, მიწოდების პირობები მოცემულია წიგნის გვერდზე, აღწერაში!